მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU მრავალმილიარდიანი საგარეო დახმარების გადანაწილებას გადახედავს - Bloomberg

eu

ევროკავშირი გეგმავს, რომ თავის მრავალმილიარდიანი საგარეო დახმარებას გადახედოს, რათა დარწმუნდეს, რომ ბლოკის ფინანსები განაწილებულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც თანხვედრაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან - ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ბლოკის ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ევროპული კომისიის პრიორიტეტთა ნუსხა გაიზარდა. პრიორიტეტებს შორისაა თავდაცვა რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლის ფონზე და აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტრული დამოკიდებულების განეიტრალება.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც Bloomberg-მა მოიპოვა, ევროკომისიას სურს, განაახლოს საგარეო დაფინანსების პირობები და დარწმუნდეს, რომ ის ბლოკის პარტნიორებისკენ მიემართება. EU-ს მიზანია, თავისი სტრატეგიული ინტერესების უზრუნველსაყოფად, საგარეო დახმარებას რესტრუქტურიზაცია ჩაუტაროს.

დოკუმენტის პირველადი ვერსიის თანახმად (რომელიც ცვლილებებს ექვემდებარება), ევროკავშირის საგარეო დახმარების ბიუჯეტი, ბლოკი მშპ-ის 1%-ის ოდენობით, სხვადასხვა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მათ შორის, მწვანე ტრანზიიციის პროექტებსა და თავდაცვის სფეროს. კომისია მომდევნო კვირებში იმსჯელებს, როგორ გააუმჯობესოს მომდევნო 7-წლიანი, 2028-2034 წლების ბიუჯეტი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კომისია გრძელვადიანი ბიუჯეტის წინადადებას ივლისში წარადგენს, მანამდე დარჩენილ დროს კი სრულყოფილ კონსულტაციებს დაუთმობს.

ცნობისთვის, ევროკავშირი და წევრი ქვეყნები საგარეო დახმარების მიმართულებით ლიდერი დონორები არიან. 2023 წელს ბლოკმა ამ მიზნებით 96 მილიარდი ევრო დახარჯა. შედარებისთვის, აშშ-მა ამავე წელს, ამავე მიზნით, $72 მილიარდი დახარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები