მწვანე წყალბადის გეგმების დაჩქარებისთვის ევროკავშირი სამხრეთ აფრიკას $35 მილიონის ოდენობის ორ გრანტს გამოუყოფს - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
მწვანე წყალბადის პროექტები განახლებადი ენერგიის გამოყენებით წყლის წყალბადად და ჟანგბადად დაშლას მოიაზრებს, რის პროდუქტადაც ვიღებთ საწვავს, რომელიც სატრანსპორტო ინდუსტრიასთან ერთად, ნავთობისა და ლითონის სექტორებშიც გამოსადეგია.
პირველი გრანტი, რომელიც $7.8 მილიონს ითვალისწინებს, სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ კომპანია Transet-ს ინფრასტრუქტურულ ხარჯებს დაუფარავს და რკინიგზის, პორტების, მილსადენებისა და სხვა ლოგისტიკური საკითხების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
$27.6-მილიონიანი გრანტი კი აფრიკის ყველაზე ინდუსტრიულ ეკონომიკას მწვანე წყალბადის ღირებულებათა ჯაჭვის შექმნისთვის დაიხარჯება.
სამხრეთ აფრიკასა და ევროპაში დეკარბონიზაციის მისაღწევად მწვანე წყალბადი ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია. საწვავის მარაგების შესავსებად ევროკავშირი აფრიკის მასშტაბით ინვესტიციას სწორედ ამ მიმართულებით დებენ.