მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU მზად არის შექმნას ნათელი მომავალი საქართველოში ყველა ბავშვისთვის - საელჩო

ბავშვები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის შექმნას ნათელი მომავალი საქართველოში ყველა ბავშვისთვის. ამის შესახებ წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით წერს.

"საგანმანათლებლო ინიციატივებიდან დაწყებული ჯანდაცვის პროგრამებით და ოჯახის კეთილდღეობის მხარდაჭერით დამთავრებული, ევროკავშირი მზად არის შექმნას ნათელი მომავალი საქართველოში ყველა ბავშვისთვის. ერთად ავაშენოთ საზოგადოება, სადაც ყველაზე ახალგაზრდა მოქალაქეები, როგორც ევროკავშირის მომავალი მოქალაქეები, არასდროს შეწყვეტენ თავიანთი გეგმებისა და მისწრაფებების განხორციელებას", - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები