მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU მზადაა იმუშაოს სირიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე - ლიეტუვის საგარეო

ლიეტუვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზადყოფნას გამოთქვამენ ითანამშრომლონ სირიის ახალ პარლამენტთან აფხაზეთის აღიარების უკან წაღებაზე.

"ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან ჩაერთონ დიალოგში სირიის ხალხის ასამბლეასთან და იმუშაონ საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების დასაცავად ასადის ეპოქის იმ გადაწყვეტილებების გაუქმების გზით, რომლებიც აღიარებდნენ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“, - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2018 წელს რუსეთის მოკავშირე ბაშარ ასადის რეჟიმმა აღიარა საქართველოს ორი ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა. ამის გამო საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები