მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

geo

ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გავრცელდა.

"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რეგიონში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს ამ არჩევნების ჩატარების კონსტიტუციურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს.

ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას",- ნათქვამია განცხადებაში.

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. დე ფაქტო პრეზიდენტობა ხუთ კანდიდატს: ბადრა გუნბას, ადგურ არძინბას, რობერტ არშბას, ოლეგ ბარციცსა და ადგურ ხურხუმალს - სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები