მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით Geo flower-ი უნარჩენო წარმოებაზე გადავიდა

635b7c18a37c1
ანუკა ჯოხაძე
28.10.22 20:30
712

ქვემო რაჭაში, მდებარე Geo flower-ის საწარმოში ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ტონა ნედლეური მუშავდება და შემდეგ ექსპორტზე გადის. სწორება ევროპის ბაზარზე კეთდება, სადაც პირდაპირ რაჭიდან წელიწადში 800 ტონა პროდუქცია იგზავნება.

Geo flower-ის პროდუქცია ბიოსერტიფიცირებულია, შესაბამისად, აქ წარმოების პროცესს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, მოწმდება ყველა დეტალი და აქ დასაქმებულები ხარისხს მუდმივად აკონტროლებენ. მშრალი ჩირის წარმოებასთან ერთად კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ ახალი მიმართულებაც განავითარა და ბაზარს პრემიუმ ხარისხის 6 სახეობის ბიო ჩაი შესთავაზა.

“ვაწარმოებთ ექვსი სახეობის ჩაის და მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი ჩაი არის ბიო ჩაი, ამიტომ არის ძალიან მაღალი ხარისხის. რაოდენობა დიდი არ არის, შეზღუდულია, მაგრამ ეს არის პრემიუმ ჩაი და ის, რომ ის მხოლოდ ერთი პლანტაციის ჩაია ეს მეტყველებს ხარისხზე.”-ამბობს Geo flower-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ნათია ფრუიძე.

No description available.
აქაც, როგორც ყველა სხვა პროდუქცტის შემთხვევაში, პროცესი წინასწარ გაწერილი გეგმით მიდის. თუმცა Geo flower-ის წარმომადგენლები მხოლოდ საწარმოო პროცესების გამართვაზე და პროდუქციის რეალიზაციაზე არ ფიქრობენ. აქ არჩევანი უნარჩენო წარმოებაზე გააკეთეს. გადაწყვიტეს, რომ საწარმოში წარმოქმნილი ბუნებრივი ნარჩენი არ უნდა დაიკარგოს და ის წარმოებაში უნდა გამოიყენონ. დღეს Geo flower რაჭაში პირველი საწარმოა, სადაც კომპოსტს აწარმოებენ.

“ისეთმა დონორმა ორგანიზაციებმა, როგორიც არის ევროკავშირი, ავსტრია და შვედეთი, გაგვიწიეს დახმარება, რომლის დახმარებით შევძელით და შევიძინეთ კომპოსტისთვის საჭირო დანადგარები, ეს არის საცრელი დანადგარი და საჭრელი დანადგარი, ასევე მოგვეცა იმის საშუალება, რომ კომპოსტის წარმოებისთვის ცალკე შენობა აგვეშენებინა, დონორი ორგანიზაციების დახმარებით ტრაქტორიც, რომლის საშუალებითაც გადავამუშავებთ ამ ნარჩენებს.”-გვიყვება Geo flower-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ნათია ფრუიძე.

No description available.

უნარჩენო წარმოებაზე გადასვლაში რაჭაში მდებარე საწარმოს ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტი გრეტა დაეხმარა. წელს კომპანიამ კომპოსტის პირველი საცდელი პარტია აწარმოა, თუმცა მომავალში ამ მიმართულებით გეგმები უკვე არსებობს, რადგან აქ იციან და სჯერათ, რომ კომპოსტის წარმოებაში გამოყენება ერთი მხრივ აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და მეორე მხრივ მცენარეებს სასარგებლო საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს.

“კომპოსტის წარმოება პირდაპირ თანხვედრაშია პროექტ “GRETA”-ს მიზნებთან, იმიტომ რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მწვანე ეკონომიკის განვითარებას. კომპოსტის წარმოება არის ერთ-ერთი ნაწილი მწვანე ცირკულაცური ეკონომიკის, იმიტომ რომ კომპოსტი სხვადასხვა პროდუქციის ნარჩენების გადამუშავებით მიიღება. ჩვენ ვეხმარებით კომპოსტის მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლებს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, იმიტომ რომ კომპოსტი არის ორგანული სასუქი. შესაბამისად, ჩვენი მხარდაჭერით ხდება ბიო პროდუქციის წარმოება, ამის შემდეგ კი მისგან წარმოქნილი ნარჩენით იქმნება ასევე ორგანული სასუქი, რომელიც მომავალში პროდუქციის წარმოებაში გამოიყენება. “-ამბობს პროექტ “GRETA”-ს ხელმძღვანელი რიკარდო მონტანარი.

No description available.

აქ გვიყვებიან, რომ უნარჩენო წარმოებაზე გადასვლა დონორების ჩართულობის გარეშე დროში გადაიწევდა. მათი თქმით, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით შესაძლებელი გახდა პროცესები უფრო მეტად დაჩქარებულიყო. როგორც Geo flower-ში ამბობენ, პროექტმა “GRETA”-მ, მათ სწორი სწორი მიმართულება მისცა და შესაბამისი აღჭურვილობითაც მოამარაგა.

“დონორი ორგანიზაციების, შვედეთის, ავსტრიისა და ევროკავშირის დახმარებით შევძელით, რომ ეს დრო შეგვემცირებინა. დრო კი ძალიან ძვირი ღირს, როგორც ვიცით. დღეს საცდელი პროექტი გვაქვს კომპოსტის სახით და მომავალში ვგეგმავთ, რომ გავაფართოვოთ.”-ამბობს საწარმოს ხარისხის სამსახურის უფრო ნათია ფრუიძე.

No description available.

მიღმა კომპოსტის წარმოებისა, გეოფლაუერში აქტიურად გამოიყენება ენერგიის ალტერნატიული წყაროები. საწარმოში დამონტაჟებულია მზის პანელები. აქ როგორც საწარმოთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება, ისე მისი ქსელში გაშვებაც. ასევე გეოფლაუერი ხილისა და მცენარეების გამოსაშრობად ბუნებრივ, მზის საშრობებსაც იყენებს, რითაც ერთი მხრივ რესურსებს ზოგავს, მეორე მხრივ კი გარემოზე ზრუნავს.

აქ სჯერათ რომ მომავალი სწორედ ორგანულად სუფთა ბიო პროდუქტების უნარჩენო, მწვანე წარმოებაშია- შესაბამისად, სამომავლო გეგმებიც აქეთკენ მიმავალია. რაჭულ საწარმოში გეგმებს სწორედ ამ მოდელზე აწყობენ- რაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ დონორების მხარდაჭერას და მათ საერთაშორისო გამოცდილებას აქვს.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას. პროექტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gretaproject.ge/ka

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები