მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს დიალოგს "ოცნებასთან", ისეთივე შედეგი ექნება, რაც ჰქონდა პუტინთან - პაპუნა ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძე

ევროკავშირის მცდელობებს, რომ საქართველო არ დაკარგოს რაღაც ტიპის დიალოგით ქართულ ოცნებასთან, ისეთივე შედეგი ექნება, რა შედეგიც ჰქონდა მათ დიალოგს პუტინთან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე აცხადებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, "ქართული ოცნება" დაჩქარებული ტემპით ანადგურებს ყველა თავისუფალ სივრცეს და ადამიანს.

"იმ მომენტში, როცა ყველაზე ახლოს მივედით ჩვენს ისტორიულ მიზანთან, ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობასთან, რუსეთი, ქართული ოცნების ხელით, ამ შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანას უკლავს.

კლავს, რადგან მიზანმიმართულად და დაჩქარებული ტემპით ანადგურებს ყველა თავისუფალ სივრცეს და თავისუფალ ადამიანს, რისთვისაც და ვისთვისაც ევროპული ოჯახის წევრობა არის ღირებული.

ევროკავშირის მცდელობებს, რომ საქართველო არ დაკარგოს რაღაც ტიპის დიალოგით ქართულ ოცნებასთან, ისეთივე შედეგი ექნება, რა შედეგიც ჰქონდა მათ დიალოგს პუტინთან.

პაპუაშვილის პასუხიც ამას მოწმობს, “ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელშიც ძალიან კარგად იციან - თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველ ხალხს, რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ”, რომელიც აიგივებს ქართულ ოცნებას ქართველ ხალხთან, ხოლო ევროკავშირს - საბჭოთა კავშირთან", - წერს ჯანელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები