მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EU-ს ელჩი, რომელიც პარლამენტის I სესიას დაესწრება, შეარცხვენს ევროპულ ღირებულებებს" - ფადი ასლი

ფადი ასლი

"საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ფასი ასლის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მხრიდან ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დასწრება ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება - ამის შესახებ ICC-ის ხელმძღვანელი, ფადი ასლი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

"ევროკავშირის ნებისმიერი ელჩი, რომელიც დაესწრება არალეგიტიმური პარლამენტის პირველ სესიას, შეარცხვენს ევროპულ ღირებულებებს და იქნება ევროპის სირცხვილი. იგივე ეხება ყველა სხვა დასავლელ ელჩს საქართველოში", - წერს ICC-ის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, დღეს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ასევე მოუწოდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრონ. "საქართველოსთვის" ერთ-ერთია იმ ოთხი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებმაც 26 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და პარლამენტში არ შედიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღეს, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება მიმართვიდან 48 საათში არ მიიღო, პარლამენტი მაინც შეიკრიბება.

მიუხედავად სალომე ზურაბიშვილის სარჩელისა, მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველი სხდომის გამართვას 25 ნოემბერს გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები