მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის სარჩელის მიუხედავად, პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება

შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერს შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, შევიკრიბებით კიდეც და უფლებამოსილებასაც ვცნობთ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

„25 ნოემბერს შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, შევიკრიბებით კიდეც და უფლებამოსილებასაც ვცნობთ, ასე რომ მთელი ის სისულელე რაც გვესმის, თითქოს პრეზიდენტს, თუ პარლამენტის წევრებს, რომელთაც შეტანილი აქვთ კონსტიტუციური სარჩელი, ამას შეუძლია შეაჩეროს, ან შეაფერხოს უფლებამოსილების ცნობა, არის ან უბრალოდ გაუნათლებლობა, ან მავნებლობა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 30 დღეა განხილვის ვადა, რომელიც შეიძლება კიდევ 30 დღე გაგრძელდეს. 30 დღე არჩევნების შემდეგ ისედაც გაჩერებულია. გგონიათ შეიძლება არსებობდეს ისეთი ნორმა, რომელიც 100 დღე პარლამენტს აჩერებს? მაშინ ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის რომელიმე ნორმაზე შეიტანდა საჩივარს და ვიქნებოდით ასე გაჩერებულები. პარლამენტი ვერ მიიღებდა ბიუჯეტს და ვერაფერს. აბსურდია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები