მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს გაფართოება ოცნებების სფერო აღარაა - ბორელი

ჟოზეფ ბორელი

უდავოდ, ევროკავშირის გაფართოება ოცნებების სფერო აღარ არის. ამ ეტაპზე ცხადია, რომ გაფართოება მუდამ დამსახურებაზე დამყარებული პროცესი იქნება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა civil.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა.

მისი თქმით,  ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა მაშინ გაწევრიანდება, როდესაც ის აუცილებელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. 

“ამავდროულად, მიმაჩნია, რომ პროცესისთვის პოლიტიკური იმპულსის მისაცემად, კარგია პოლიტიკური მიზნის – ჰორიზონტის – არსებობა. ეს ჩვენ, ევროკავშირსაც გვეხება, რადგან მზად ვიყოთ გაფართოებისთვის, რომელმაც შეიძლება ევროკავშირს კიდევ 10 წევრი შემატოს. ვფიქრობ, ერთგვარი „დროის სამიზნეს“ შეთავაზება როგორც ჩვენგან, ისე კანდიდატი ქვეყნებისგან მომავალი ენერგიის მობილიზებას შეძლებს, თუმცა ცხადია, რომ  თითოეულმა მაძიებელმა ქვეყანამ წევრობის პირობები უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზანი ვერ განხორციელდება“, - განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ შემოდგომაზე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში იქნება ობიექტური შეფასება, რომელიც დაგვანახვებს ნათელ სურათს, თუ რას მიაღწია საქართველომ რეფორმების თვალსაზრისით და ასევე იქნება რეკომენდაციები მომავალი წლისთვის.

“ანგარიში წარმოადგენს საფუძველს დასაბუთებული გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი დეკემბერში მიიღებს. ასეთი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღება. საქართველოს მომავლისთვის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ, ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. შედეგი მთლიანად საქართველოს დამსახურებაზეა დამოკიდებული. წინასწარ ვერ განვჭვრეტ თუ როგორი იქნება ანგარიში შემოდგომაზე. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გაწევრიანება რთული სამუშაოა და რომ 12-ვე პრიორიტეტის შესრულება მხოლოდ პროცესის დასაწყისია“, - განაცხადა ბორელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები