მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის საინვესტიციო ბანკი კანადასთან კრიტიკული ნედლეულის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას გააფორმებს

EIB

ევროპის საინვესტიციო ბანკი მიმდინარე კვირაში კანადასთან ახალ ჩარჩო შეთანხმებას გააფორმებს.

როგორც ირკვევა, ეს დოკუმენტი კრიტიკული ნედლეულის სექტორში ევროპული ინვესტიციების განხორციელებას გზას გაუხსნის. POLITICO-ს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებას ხუთშაბათს, მონრეალში დაგეგმილი ევროკავშირი-კანადის სამიტის ფარგლებში გააფორმებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯით პარტნიორები სტრატეგიულ დარგებში ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას შეეცდებიან.

საინტერესო ფაქტია, რომ ეს შეთანხმება გამონაკლის ხასიათს ატარებს. ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტი, როგორც წესი, მხოლოდ გაერთიანების წევრ, ევროპის ეკონომიკური ზონის ან განვითარებად ქვეყნებში საქმიანობს.

ინფორმაციისთვის, გასულ სექტემბერში EIB-ის პრეზიდენტი ნადია კალვინიო ოფიციალური ვიზიტით ოტავას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან ქვეყანაში ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის გახსნისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები