მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EU-ს მიერ ბიომეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი €12 მლრდ არაეფექტურად იხარჯება" -  ECA

11

ევროპის აუდიტორთა სასამართლოს (ECA) ინფორმაციით, €12 მილიარდი, რომელიც ევროკავშირმა ბიომეურნეობის განვითარებისთვის 2014 წელს გამოყო, ორგანული პროდუქტის წარმოების ზრდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

აუდიტმა გამოავლინა, რომ ევროკავშირის დაფინანსების სანაცვლოდ, ფერმერებს კონკრეტული პირობების შესრულება არ მოეთხოვებოდათ, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ბიომეურნეობის წარმოება მხოლოდ მცირედით გაიზარდა და ევროკავშირის სურსათის ბაზრის მხოლოდ 4% შეადგინა.

ევროკავშირმა სექტორისთვის მხოლოდ არასავალდებულო მიზანი დააწესა, რომლის თანახმადაც, ბიომეურნეობისთვის გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 2030 წლისთვის 25%-ით უნდა გაიზარდოს, თუმცა მიზანი, სავარაუდოდ, შეუსრულებელი დარჩება, რადგან ბლოკის წევრი ქვეყნები “ბიუმეურნეობის” ერთიან განმარტებაზე ამ დრომდე არ შეთანხმებულან. აუდიტის სამსახური EU-ს მოუწოდებს, ბლოკმა ზედმიწევნით განსაზღვროს შესასრულებელი მიზნები, მონიტორინგის პირობები და ვადები.

აუდიტმა ასევე დაადგინა, რომ ბიო-ფერმერებისთვის EU-ს მიერ გამოყოფილი ფინანსები “თანმიმდევრულად არ გაიცემოდა”, რადგან ფერმერები დაფინანსებას იღებდნენ იმის მიუხედავად, მიჰყვებოდნენ თუ არა ისინი ორგანული წარმოების ძირითად პრინციპებს.

აუდიტორები ევროპულ კომისიას ბიოსექტორისთვის ყოვლისმომცველი პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდებენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კი, სექტორის ხელშეწყობისთვის, ეროვნული გეგმების ჩამოყალიბებისკენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები