მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს მიერ იმპორტირებული LNG-ის მოცულობამ ბუნებრივი გაზის მოცულობას გადააჭარბა

649ab035f106d
გიორგი თოლორდავა
27.06.23 14:00
574
ევროკავშირის ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილება ფიქსირდება - ისტორიაში პირველად, ევროპაში შეტანილი თხევადი გაზის (LNG) მოცულობამ მილსადენების მეშვეობით იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობას გადაუსწრო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რეგიონის ენერგეტიკული სტრუქტურა იცვლება, რუსეთის ჩანაცვლების პროცესი კი აქტიურად მიმდინარეობს.

შედარებისთვის გეტყვით, რომ 2021 წელს ევროკავშირმა 232 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი და 107 მილიარდი LNG მიიღო. 2022 წლის მონაცემებით, LNG-ის მოცულობა 170 მილიარდამდეა გაზრდილი, მილსადენით იმპორტირებული გაზის მოცულობა კი 150 მილიარდ კუბურ მეტრამდე დაეცა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტატისტიკა მოიცავს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე პერიოდსაც, ანუ 2023 წლის ბოლოს განსხვავება კიდევ უფრო დრამატული იქნება.

გასული წლის მდგომარეობით, გაზის ექსპორტში რუსეთს გლობალური ბაზრის 45% ჰქონდა, ამჟამად კი მისი წილი 29%-მდეა შემცირებული, ექსპორტის უდიდესი ნაწილი კი ევროპის ნაცვლად აზიაში გადის.

ევროკავშირის თხევადი გაზით მომარაგებაზე ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები და სპარსეთის ყურის ქვეყნები ზრუნავენ. იმპორტირებული LNG-ის თითქმის ნახევარი ევროკავშირში სწორედ ამერიკიდან შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები