მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს ქვეყნები რუსეთში ექსპორტის სრულად აკრძალვის ინიციატივას ეწინააღმდეგებიან

644f87be4e3ca
გიორგი თოლორდავა
01.05.23 15:00
666
დიდი შვიდეულის წევრ სახელმწიფოებს შორის სანქციების მორიგ პაკეტთან დაკავშირებით უთანხმოებაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და იაპონია ეწინააღმდეგებიან ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივას რუსეთში ექსპორტის სრულად აკრძალვის შესახებ.

ოფიციალური ვაშინგტონის ინიციატივით, დიდმა შვიდეულმა სრულად უნდა შეზღუდოს რუსეთში საქონლისა და სერვისების ექსპორტი, გარდა ისეთი გამონაკლისებისა, როგორიც სამედიცინო პრეპარატები და სურსათია.

ევროკავშირის ხელმძღვანელობის განმარტებით, აღნიშნული სანქცია არარეალისტურია და მისი აღსრულება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რადგან გლობალური ვაჭრობიდან რუსეთის სრული იზოლირება მიწოდების ჯაჭვების პარალიზებას გამოიწვევს, რაც მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკულ და სასურსათო კრიზისს გაამწვავებს.

ცნობისთვის, რომ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები ამჟამად სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობენ, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ შეზღუდვები უნდა გაამკაცროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები