გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Ember-ის გლობალური ელექტროენერგიის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი, მწვანე ელექტროენერგიის გენერაციით, მნიშვნელოვნად ასწრებს გლობალურ საშუალო მაჩვენებელს.
კვლევის თანახმად, ბლოკის ფარგლებში 2023 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის 44% განახლებადი წყაროებიდან იყო გენერირებული.
Ember-ის ინფორმაციით, ქარისა და მზის ენერგიის გენერაცია EU-ს მასშტაბით გაცილებით სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში. მეტიც, 2023 წელს განახლებადი ენერგიის გლობალური ზრდის 17% სწორედ ევროკავშირზე მოდიოდა.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, მოხმარებულ ელექტროენერგიაში განახლებადი რესურსების წილი ყველაზე მაღალი, 20%, ჩილეში იყო. მას სამი ევროპული ქვეყანა მოსდევს: საბერძნეთი, უნგრეთი და ნიდერლანდები - შესაბამისად, 19%, 18% და 17%-ით. როგორც Ember-ის ევროპული პროგრამის ხელმძღვანელი, სარა ბრაუნი აღნიშნავს, ევროკავშირს აქვს საშუალება, 2030 წლისთვის ბლოკის მასშტაბით წარმოებული ელექტროენერგიის 72% განახლებადი წყაროებიდან დააგენერიროს.
რისი შესაძლებლობა აქვს საქართველოს და როგორია ევროკავშირის მხარდაჭერის პოლიტიკა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით?
სტუმარი: თორნიკე დარჯანია - მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი;