2020 წლის მონაცემებით, EU-ს ერთი მოქალაქე საშუალოდ 4.8 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენზე იყო პასუხისმგებელი, საიდანაც მხოლოდ 38% რეციკლირდა, დარჩენილი 62% კი ნაგავსაყრელზე მოხვდა.
ნარჩენების გადამუშავება მთავარი გზაა, რომლის საშუალებითაც ძირითადი რესურსების გამოყენების შემცირება, მეორეული მასალებისგან დამზადებული ნივთების ხარჯზეა, შესაძლებელი.
ევროპის ქვეყნები ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას ცდილობენ, რაც რეციკლირების პროგრამებსაც მოიცავს. თუმცა საინტერესოა, რას აკეთებენ ქვეყნები ნარჩენების მენეჯმენტისთვის?
ბოლო მონაცემებით, 2020 წელს ევროკავშირში ყველა სექტორისა და საოჯახო მეურნეობების მიერ დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები 2.15 მლრდ ტონა იყო, რაც ერთ ადამიანზე 4 815 კგ-ს უდრის. მშენებლობის და სამთო მოპოვებითი სექტორები ნარჩენების ყველაზე დიდ, 60%-იან წილზე არიან პასუხისმგებლები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის საყოფაცხოვრებო ნარჩენების სრული ოდენობის ⅓-ზე მხოლოდ ორი ქვეყანა, გერმანია და საფრანგეთი არიან პასუხისმგებლები. რაც შეეხება ნარჩენების გადამუშავებისა და რეციკლირების პროგრამებს, თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული მაჩვენებლები გვაქვს. მაგალითად, თუ რუმინეთში ნარჩენების მხოლოდ 5.2% გადამუშავდება, იტალიაში ეს მაჩვენებელი 83.2%-ზეა, რითაც ქვეყანა რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს.
TOP 15 ქვეყანა, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია:
- იტალია - 83.2%
- ბელგია - 74.1%
- ლატვია - 64%
- სლოვაკეთი - 64%
- ისლანდია - 58%
- ხორვატია - 55.7%
- დანია - 55.7%
- ესპანეთი - 54.7%
- საფრანგეთი - 54.2%
- ჩეხეთი - 51.1%
- ნიდერლანდები - 49.4%
- პორტუგალია - 45.2%
- სლოვენია - 44.5%
- ესტონეთი - 44.2%
- გერმანია - 44%