12 ოქტომბერს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) ლუქსემბურგში გასამართი საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საბჭოზე განიხილავენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული მზარდ ჰიბრიდულ კამპანიას, ახლო აღმოსავლეთს, გაფართოებული ევროკავშირის გავლენას უსაფრთხოებაზე, ხოლო მიმდინარე საკითხების ფარგლებში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.
ასევე გაიმართება არაფორმალური დისკუსია უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე.
























