მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს სასამართლომ Google-ზე დაწესებული $1.7-მილიარდიანი ჯარიმა გააუქმა

Google eu
სტატიაში საუბარია:

ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ სამსახურსა და ტექნოლოგიურ გიგანტ Google-ს შორის 2019 წელს დაწყებული დავა ისევ გრძელდება – ამჯერად ევროკავშირის საერთო იურისდიქციის სასამართლომ (EGC) ამერიკული კომპანიის საჩივარი დააკმაყოფილა და კომისიის მიერ გამოწერილი $1.7-მილიარდიანი ჯარიმა გააუქმა.

სანქციის ანულირების მიზეზად სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებები და ევროკავშირის კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაცია დაასახელა, რომლითაც, როგორც ჩანს, ანტიმონოპოლიური სამსახური ხელმძღვანელობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილება და გამორიცხული არ არის, ანტიმონოპოლიურმა კომისიამ განაჩენი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში (ECJ) გაასაჩივროს, რომელიც საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

უშუალოდ ბრალდების მხარის არგუმენტს რაც შეეხება, კომისიის მტკიცებით, Google-ის სარეკლამო ბიზნესი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას, რადგან ის კონკურენტი პლატფორმების შეთავაზებებს არაპრიორიტეტულად მიიჩნევს და მომხმარებელს მხოლოდ იმ რეკლამებს აჩვენებს, რომელსაც დამკვეთები Google-ის სისტემით ათავსებენ. თავის მხრივ, ეს მოცემულობა ზღუდავს ბაზარზე კონკურენციას და ხელოვნურად ზრდის რეკლამების ფასებს, რაც აზიანებს როგორც ბიზნესების, ასევე მომხმარებლების ინტერესებს.

Google-ის განცხადებით, საძიებო სისტემა და მისი სარეკლამო პლატფორმა სრულ შესაბამისობაშია EU-ს კანონმდებლობასთან და კომპანია ბოლომდე დაიცავს ინვესტორების ინტერესებს, მათ შორის უზენაეს სასამართლოშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები