გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები რომ ვენეციის კომისიას გაეგზავნა, ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ეს კანონპროექტი ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში არ მოდის. თუმცა, ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია თავად ევროკავშირის პოზიცია, ჯერ კიდევ გუშინ გვიან ღამით ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და მას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე სავალალო გავლენის მოხდენა შეუძლია.