ევროკავშირმა საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შესაძლოა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სტარტზევე გამოაცხადოს - ასეთია ექსპერტების ნაწილის მოლოდინი. მათი შეფასებით, ეს შესაძლოა, საქართველოსთვის დაფინანსებაზე წვდომის შეზღუდვის მხოლოდ პირველი ეტაპი იყოს და სამომავლოდ ქვეყანას უკვე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ფინანსურ რესურსზე წვდომაც გაურთულდეს. მთავრობის წარმომადგენლები კი დღეს გვარწმუნებენ, რომ ქვეყანას მსგავსი საფრთხე არ ემუქრება.