მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU: საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება

60239f6c278cb
შოთა ტყეშელაშვილი
10.02.21 13:17
698
“საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება", - ნათქვამია ევროკომისიის აპარატის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ეხება.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამ სექტორში რეფორმების პროცესი არ არის ევროპის შესაბამის სტრუქტურებთან კარგად კოორდინირებული, რის მაგალითადაც 2020 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მიღებული კანონი სახელდება, რაზეც საქართველო ვენეციის კომისიის შეფასებას არ დაელოდა.

“მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. კერძოდ, საზოგადოების ნდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კვლავ დაბალია.

ასევე, 2020 წლის 30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დამატებითი ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის პროცესის შესახებ, რა დროსაც არ დაელოდა ვენეციის კომისიის შეფასებას და არ გაითვალისწინა რეკომენდაციები, რომლებიც ამ პროცესის ნაკლოვანებებზე მიუთითებდა", - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტი მიუთითებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში ანტიკორუფციული დღის წესრიგის შექმნა, ასევე, მნიშვნელოვანია.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა კვლავ პრიორიტეტია. ამბიციური ანტიკორუფციული დღის წესრიგის შექმნას კორუფციის, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის იმპულსის აღდგენის ხელშეწყობა შეუძლია,” - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები