საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ამას არავის აიძულებენ.
როგორც ელჩმა თქვა, ე.წ. რუსული კანონით, ქვეყანა ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, რადგან ევროკავშირს აქვს თავისი წესები.
„ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუ პირს შეიბრუნებთ - შეიბრუნებთ, მაშინ არ იქნებით ევროკავშირის წევრი.
თუ მოშორდებით და გადაუხვევთ ევროკავშირის გზას, თქვენ ვერ გახდებით წევრი ქვეყანა.
გამჭვირვალობის კანონი არ არის ევროკავშირის პრინციპებთან შესაბამისობაში. ასეთი კანონით თქვენ ვერ შემოუერთდებით ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პოლიტიკა, რა ტიპის კანონებს ვიღებთ.
თუ გინდათ გახდეთ, ჩვენი წევრობა ნიშნავს, რომ უნდა ეთანხმებოდეთ ევროკავშირის პრინციპებს და იღებდეთ ევროკავშირის შესაბამის კანონს. არ ასრულებ - არ ხარ წევრი. ეს ძალიან მარტივი გასაგებია. ქვეყანა, რომელიც არ ჩაატარებს სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს, ასევე ვერ შემოუერთდება ევროკავშირს“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
ელჩის განცხადების თარგმანს ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.