მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას, გერმანიის პარლამენტის თანხმობა სჭირდება, ამ ვითარებაში საქართველოსთვის ამის შანსი არ არსებობს - ფიშერი

პიტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას გერმანიის პარლამენტის თანხმობას საჭიროებას და საქართველოს ამ ვითარებაში ამის შანსი არ აქვს. ასე ეხმიანება გერმანელი დიპლომატი ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ანტონ ჰოფრეიტეტის საქართველოში ვიზიტს, რომელიც თბილისს ერთი დღით სტუმრობდა. პეტერ ფიშერი პოსტს გერმანიის პარლამენტის წევრის შეხვედრების ამსახველ ფოტოკოლაჟს ურთავს.

"დასკვნა: ხელოვნება. გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის პარლამენტის თანხმობას მოითხოვს. არსებული ვითარებაში, საქართველოსთვის ამის შანსი არ არსებობს", - წერს ფიშერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები