მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[EU-ში გაწევრიანებისთვის] საქართველოს დღეს ბევრი მიმართულებით ექნება გამოწვევა - დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს დღეს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით გამოწვევა ბევრი მიმართულებით ექნება. ასე უპასუხა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

"ბევრი FTA-ის გაუქმება მოგვიწევს... ღვინის სექტორი ჩამოინგრევა" - პაპუაშვილის თქმით, საქართველო EU-ს წევრობისთვის მზად არ არის

ჟურნალისტების კითხვაზე - ჩამოანგრევს თუ არა ქვეყნის ეკონომიკას ევროკავშირში გაწევრიანება, ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ევროკავშირში საქართველოს წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ეკონომიკური კუთხით.

„ჩვენ ძალიან გაცნობიერებულად აღვნიშნეთ და კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირში ინტეგრირებაა. თუმცა როგორც პრემიერმა ისაუბრა, წევრობისთვის ეკონომიკური კუთხით მზადყოფნა მნიშვნელოვანია. საქართველოს ზუსტი გზა აქვს არჩეული როგორც პოლიტიკის, საკანონმდებლო სივრცის დაახლოების, ისე ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების და რეფორმების შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, რომელიც საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის მოგვამზადებს. ჩვენ ამ გზაზე ვართ, ეს რეფორმები ინტენსიურად მიმდინარეობს, მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა გვაქვს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია.

ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობისთვის მზად ვიყოთ. ვფიქრობთ, რომ ამას რამდენიმე წელიწადი სჭირდება და რეალისტურად ეს ასეც იქნება, ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება კონკრეტული ამოცანების შესრულება, რომ მათ ევროკავშირის წევრობა მიიღონ. საქართველოს დღეს ბევრი მიმართულებით ექნება გამოწვევა და ბევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდა საწყის ეტაპზე ეკონომიკური კუთხით პრობლემებს განიცდიდა, იმიტომ რომ ამას სჭირდება ადაპტაცია. მათ შორის ბატონმა შალვამ მოიყვანა კონკრეტული მაგალითები, რომელიც შეიძლება გამოწვევა იყოს ჩვენი ეკონომიკისთვის. თუმცა როდესაც ევროკავშირის წევრობაზე ვსაუბრობთ, ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიზანი და ამოცანაა, რომელიც საქართველოს ინტერესებს პასუხობს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები