მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში იმედი აქვთ, რომ საქართველო 12 პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს - მიხეილ მირზიაშვილი

6318ec7bb5332
ალა ისპირიანი
07.09.22 23:55
553
გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების მე-7 საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ის ძირითადი საკითხები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და სტატუსის მისანიჭებლად გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების განხილვა იყო.

აღნიშნული საკითხები, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს.

“ახლა დგას რეფორმების დაჩქარების მომენტი! დრო და ენერგია არ უნდა დაიკარგოს შიდა დაპირისპირებაზე, არამედ ერთად უნდა იმუშაოთ”, - ეს განცხადება ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, დროს და ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას, ყველას მხრიდან, საჭიროებს. ის საქართველოს რეკომენდაციას აძლევს აქცენტი ევროკომისიის 12 პრიორიტეტზე გააკეთოს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც ევროსაბჭოს დასკვნაშია გაწერილი.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ მირზიაშვილმა „საქმის კურსში“ თქვა, რომ აღნიშნული განცხადებებიდან ჩანს, რომ EU-ში იმედი აქვთ საქართველო 12 პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს.

„საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, აგვისტოში, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ანგარიში გამოქვეყნდა და სამწუხაროდ იქ ამდენი ოპტიმიზმი არ არის. იქ მითითებულია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების ნაწილში არის საგრძნობი და მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგრამ სამწუხაროდ ნაკლები პროგრესია პოლიტიკურ ნაწილში -ეს ნაწილი ისეთ თემებს მოიცავს, რაც ასევე 12 პუნქტიან რეკომენდაციაშია.

განცხადებებით ჩანს, რომ იმედი იმისა, რომ საქართველო ამ 12 პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს ევროკავშირშიც აქვთ. თუმცა მეორე მხრივ ეს იყო გარკვეულწილად რუტინული შეხვედრა, რადგან ყოველ წელს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თემაზე ქართული და ევროკავშირის მხარე მსჯელობს და მთავარი მიზეზი ამ ვიზიტისა ეს იყო“, - ამბობს იგი.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის ამ მიმართულებით ქმედებას, მირზიაშვილ ამბობს, რომ უფრო აქტიური მოქმედებაა საჭირო.

„საქართველოს მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და კონკრეტულად 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე უფრო აქტიურად უნდა მოქმედებდეს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესზე საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი, ამის პუნქტების შესრულება არ უნდა იყოს იზოლირებულად და მხოლოდ მმართველი პარტიის ფარგლებში. ეს უნდა მოხდეს არა იზოლირებულად და არა მმართველი პარტიის ფარგლებში", - ამბობს მიხეილ მირზიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები