მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მმართველი პარტიის ამ პოლიტიკით საქართველოს EU-ის წევრობის შანსი არ აქვს | მიხეილ მირზიაშვილი

მიხეილ მირზიაშვილი
08.11.26 11:53
• 548

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) გამგეობის თავმჯდომარის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკით, საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომის არანაირი შანსი არ აქვს. ამის შესახებ მიხეილ მირზიაშვილი გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

თემაზე „EU-ს გაფართოება - იხურება თუ არა შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოში“ საუბრისას CDD-ის გამგეობის თავმჯდომარე, ბრიუსელში, „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუს „არასერიოზულს“ უწოდებს.

„ამ პოლიტიკას არ მიჰყავს საქართველო ევროკავშირისკენ. მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ არანაირი შანსი ამ პოლიტიკით, რომელიც მმართველ პარტიას აქვს, საქართველოს არ აქვს შანსი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, მეტიც - წაიწიოს ამ მიმართულებით. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კანდიდატი ქვეყანა ვართ, ევროინტეგრაციას ვგულისხმობ ამ მიმართულებით ვართ კანდიდატი ქვეყანა და იმ პირობით, რომ ანტიევროპული რიტორიკა უნდა შევწყვიტოთ.

გუშინდელი პანელი, რომელიც ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია, ჩვენი მხრიდან იმის დადასტურებაა, რომ პირველივე ნაბიჯზე ეს მმართველი პარტიის პოლიტიკა წაიფორხილებს“, - განაცხადა მიხეილ მირზიაშვილმა.

ის განმარტავს, რომ ის სახელმწიფო ორგანოები, რომლების ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის არ მუშაობენ, არაკონსტიტუციურები არიან.

„ჩვენ კონსტიტუციაში წერია რომ საკონსტიტუციო ორგანოები ყველაფერს აკეთებენ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის. უკან თუ შემოვაბრუნებთ ამ წინადადებას, ეს ნიშნავს, რომ ისინი ვინც ამას არ აკეთებენ, ისინი არ არიან საქართველოს საკონსტიტუციო ორგანოები“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები