მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ში მარკეტინგული ბიუჯეტის წილი 61%-დან 47%-მდე მცირდება - რა უთხრა მთავრობამ ტურიზმის ბიზნესს

ომიაძე ნადარეიშვილი

სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია კა ჯგუფის“ (KA Group) დამფუძნებე ირაკლი ჭიღლაძის განცხადებით, „თუ 2025 წელს მარკეტინგული ბიუჯეტის 61% ევროკავშირის ქვეყნებზე იხარჯებოდა, 2026 წლის გეგმით ეს მაჩვენებელი 47%-მდე მცირდება“.

შესაბამისი ინფორმაცია ტურიზმის ინდუსტრიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან მიიღო.

მედიისთვის დახურულ შეხვედრაზე, რომელიც BAG-ის ოფისში გაიმართა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად, 2025 წელი შეაჯამა და ტურიზმის სექტორს სამომავლო გეგმები გააცნო.

ირაკლი ჭიღლაძე გვიყება, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია 2026 წელს მეტ აქცენტს ჩინეთსა და ინდოეთზე გააკეეთებს.

- რატომ?

- [ინდოეთი და ჩინეთი] კრიტიკულად მზარდი ბაზრები, გასაოცარი სტატისტიკა გვაქვს... ასევე, როგორც გავიგეთ, 2026 წელს საქართველო 2026 წელს ITB შანხაის მასპინძელი ქვეყანა იქნება, როგორც ადრე ITB ბერლინის მასპინძელი ვიყავით. შესაბამისად დავიგეგმებით ბიზნესიც - თუ ვთქვათ, მანამდე გადაწყვეტილი გვქონდა, ხოლოდ ორი თანამშრომლით წასვლა აღნიშნულ გამოფენაზე, ახლა უფრო მეტი ადამიანით ვიქნებით წარმოდგენილი, მეტი პროდუქტიულობისთვის... ჩინეთი მზარდი ბაზარია; ასევე, ინდოეთი საინტერესოა, საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის.

BMG ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაუკავშირდება და ეცდება, მეტი ინფორმაცია მიიღოს, 2026 წლის მარკეტინგულ ბიუჯეტზე, გეოგრაფიის და აქტივობების კალენდრის ჩათვლით.

„წერტილის“ წამყვანმა KA ჯგუფს დამფუძნებელს ჰკითხა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ტურიზმის ინდუსტრიის შეხვედრაზე დაისვა თუ არა კითხვები შეჩერებული ევროინტეგრაციის და ქაღალდზე დარჩენილი კანდიდატის სტატუსის ტურიზმზე გავლენაზე, რაზედაც ირაკლი ჭიღლაძემ უარყოფითი პასუხი გასცა.

- არა, [არ დასმულა].

- რატომ - მაინც აღარ აქვს აზრი?

- ჩვენ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ვფიქრობთ, რომ უნდა ვადაპტირდეთ და გადავეწყოთ შეძლებისდაგვარად, როგორც იურიდიული პირები... როგორც ფიზიკური პირი და საქართველოს მოქალაქე ამ მიმართულებით იქ მსგავსი მიმართულებით საუბარი არ ყოფილა, ალბათ არც იყო ამის სივრცე. უფრო იყო სტატისტიკის გაზიარება, სამომავლ გეგმები და შესაბამისად, ბიზნესისთვის ინფორმაციის მიცემა, რომ სწორად დაიგეგმონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები