მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე ვახტანგ მახარობლიშვილს ვადა გაუხანგრძლივდა

ვახტანგ მახარობლიშვილი

მთავრობამ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე ვახტანგ მახარობლიშვილს ვადა გაუხანგრძლივა.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 4 ივნისის განკარგულებაში წერია, რომ მოწონებულ იქნა პრეზიდენტის 2026 წლის პირველი ივნისის განკარგულება „ვახტანგ მახარობლიშვილის ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“.

მახარობლიშვილი ამ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს, მანამდე 2019-2021 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

2026 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მახარობლიშვილი ნაღდი ფულის სახით 7 ათას დოლარს და 16 ათას ევროს ინახავს.

რაც შეეხება სხვა ქონებას, მახარობლიშვილს 2008 წელს დაბა ბაკურიანში 45 კვ.მ-ის ბინა აჩუქეს. მისი ცოლის ანასტასია ანტონიუკის საკუთრებაშია 1000 კვ.მ მიწა ტაბახმელაში, რომელიც 2020 წელს შეიძინა 40 000 დოლარად. ასევე, 2022 წელს თელავში, კისისხევში 50 000 დოლარად შეძენილ 6 820 კვ.მ მიწა და კისისხევშივე 2023 წელს შეძენილი 1680 კვ.მ მიწა, რომელშიც 8 000 დოლარი გადაიხადა.

ასევე მისი ცოლისა და მის დეპოზიტებსა და მიმდინარე ანგარიშებზეა საქართველოს ბანკში: 16 596 ევრო; 47 825 დოლარი; 12 825 ევრო., ხოლო მახარობლიშვილს BNP PARIBAS FORTIS-ში 14 204 ევრო. გასულ წელს ელჩის თანამდებობაზე მახარობლიშვილმა 65 005 ევრო მიიღო, ხოლო ვროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე 8 479 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები