მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU სომხეთს საქართველოსთან გადამცემი ხაზის მშენებლობაში დაეხმარება, პროექტის ღირებულება €500 მლნ-ია

ელექტროენერგიის  გადამცემი ხაზი

ევროკავშირი სომხეთს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის გაძლიერებაში 500 მლნ ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა.

"ტაშკენტში ვიზიტისას ხელი მოვაწერეთ კავკასიის გადამცემი ქსელის პროექტს [The Caucasus Transmission Network project]. მისი ღირებულება 500 მილიონია. ჩვენ მსგავს დიდ პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებით დაკავშირებას ეხება, ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ამჯერად ასეთი გერმანული ბანკი KfW-ია. ეს არის პროექტი, რომლითაც თქვენი გადამცემი ხაზი საქართველოსას დაუკავშირდება, ასევე ჩვენ ვმუშაობთ გადამცემ ხაზზე სომხეთსა და თურქეთს შორის. რატომ? იმიტომ, რომ ნაკლებად იყოთ დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე", - განუცხადა კოსმა სომხურ მედიას.

Armenpress-ის ინფორმაციით, The Caucasus Transmission Network პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გატარებას. ქსელმა სომხეთის ელექტროენერგიით ვაჭრობის პოტენციალი უნდა გაზარდონ განსაკუთრებით კი განახლებადი ენერგიიდან მიღებული ელექტროენერგიის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები