მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-სთან მოლაპარაკებების გახსნას როგორ აპირებთ, თუ ამ კანონს მიიღებთ? - სალომე სამადაშვილი მამუკა მდინარაძეს

სამადაშვილი

როგორ დაიწყება ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკების პროცესი, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიიღებს "რუსულ კანონს"? - ამ კითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მამუკა მდინარაძეს.

"ლელოს" წარმომადგენელი ამბობს, რომ გასულ წელს სტატუსი მივიღეთ მხოლოდ იმიტომ, რომ "ოცნებამ" უკან გაიწვია კანონის ანალოგიური პროექტი.

"კანდიდატის სტატუსი მივიღეთ იმიტომ, რომ უკან წაიღეთ (გასულ წელს) ის კანონი (რუსული კანონი). კანონი რომ მიგეღოთ, სტატუსს ვერ მივიღებდით. ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას როგორ აპირებთ, ამ კანონს თუ მიიღებთ? ამაზე გაეცით პასუხი. ეს აუხსენით ხალხს, ნაცვლად იმისა, დემაგოგიაში რომ ხართ ჩართული", - მიმართა სამადაშვილმა მამუკა მდინარაძეს, რომელიც იურიდიულ კომიტეტს "რუსულ კანონს" წარუდგენს.

შეგახსენებთ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტის მოსმენა, პარლამენტთან სამოქალაქო სექტორის, საკანონმდებლო ორგანოში კი ოპოზიციის პროტესტით დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები