მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-სთან შეჩერებული მოლაპარაკებები და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გავლენა შრომის ბაზარზე

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები, ტრენერები და ბიზნეს-კონსულტანტები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომლითაც მიმდინარე პროევროპული სახალხო პროტესტის მოთხოვნებს უერთდებიან. 400-მდე პროფესიონალი დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. მათი განცხადებით, საქართველო თავისი ღირებულებებითა და კულტურით ყოველთვის იყო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ინსტიტუციურ და ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი წვლილი ევროკავშირსა და დასავლურ საერთაშორისო ინსტიტუციებს აქვს. სექტორში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირი საფრთხეა როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და დემოკრატიისთვის, ისე ქართული ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის და შრომის ბაზრისთვის. რა გამოწვევების წინაშე დგას შრომის ბაზარი და როგორ აისახება მიმდინარე პროცესები დასაქმებაზე?

სტუმარი: მედეა ტაბატაძე - საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები