ევროკავშირის ქვეყნები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე ოფიციალურად შეთანხმდნენ. 2024 წლის 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკავშირის მინისტრები მოლაპარაკებებს ჯერ უკრაინასთან, ხოლო შემდეგ მოლდოვასთან დაიწყებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ მოვლენას „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მილიონობით უკრაინელის ევროპულ მისწრაფებებს ამართლებს. მან ევროკავშირს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის 2024 წლის 25 ივნისს დაგეგმილ მომავალ დისკუსიებს.
უკრაინამ და მოლდოვამ განაცხადები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარადგინეს. ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ უკრაინაც და მოლდოვაც აკმაყოფილებდნენ მოლაპარაკებების დასაწყებად აუცილებელ კრიტერიუმებს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ სამწუხაროდ ამ სიაში არ ვართ. საკმაოდ მძიმე იყო განცხადებები ელჩების მხრიდან.
მაგ.ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან გასულ კვირას განაცხადა რომ „რუსული კანონის“ მიღებამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა.
რა გვიჯდება რუსული კანონის არსებობა და როგორ უნდა ველოდეთ მოვლენების განვითარებას?
სტუმარი: კახა გოგოლაშვილი - რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი;