მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად €1 მილიარდს გამოყოფს

6455dc367b524
ალა ისპირიანი
06.05.23 08:45
730
ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. თანხა “მშვიდობის ევროპული ფონდიდან” გამოიყოფა.

“უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკრაინელი ხალხისა და ტერიტორიის დასაცავად საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა სჭირდებათ. წინა გადაწყვეტილებასთან ერთად, რომ არსებული მარაგებიდან ოპერატიულად მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, ამ მიზნებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოვყოფთ, რითაც უკრაინისთვის ევროკავშირის მთლიანი სამხედრო დახმარება 5.6 მილიარდ ევრომდე აგვყავს”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აძლიერებს უკრაინის გრძელვადიან თავდაცვის შესაძლებლობებს და გამძლეობას რუსული აგრესიის დასამარცხებლად.

"მივესალმები ევროკავშირის საბჭოს მიერ 1 მილიარდი ევროს დამტკიცებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვისთვის. ეს ნაბიჯი აძლიერებს უკრაინის გრძელვადიან თავდაცვის შესაძლებლობებს და გამძლეობას რუსული აგრესიის დასამარცხებლად", - წერს მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები