"EURO 2024-ის მიმდინარეობისას, 10 000-მდე ახალი მომხმარებელი შევიძინეთ" - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში როუმინგული ინტერნეტის აპლიკაცია Roamingo-ს თანადამფუძნებელმა და ბიზნესს კონსულტანტმა დავით ბირმანმა ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია წარმატებით ვითარდება და შიდა სამზარეულოში სიახლეებზეც მუშაობს.
"წინ ძალიან კარგად მივდივართ. კარგი პერიოდი გვქონდა ევროპის ჩემპიონატის დროს. გვქონდა კამპანია ყველა გულშემატკივრისთვის - ვინც გერმანიაში მიდიოდა, ინტერნეტს საჩუქრად ვაძლევდით. კამპანიამ ძალიან კარგი შედეგი დადო, ძალიან ბევრმა, იმაზე მეტმა, ისარგებლა შეთავაზებით, ვიდრე მოლოდინი გვქონდა, 10 000-მდე ახალი მომხმარებელი შევიძინეთ.
ასევე, ვაგრძელებთ ძალიან წარმატებულ თანამშრომლობას VISA-სთან ერთად, რაც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ბანკთან თანამშრომლობას და მათთან ერთად ბრენდული სტრატეგიების დაგეგმვას. გვაქვს რამდენიმე პროექტი, რაზეც ვმუშაობთ შიდა სამზარეულოში", - ამბობს ბირმანი.
თანადამფუძნებლის თქმით, Roamingo ბრენდად ფორმირების სტადიაშია, კომპანიის განვითარება კი მომხმარებლის უკუკავშირზეა დაფუძნებული.
"ბრენდი ვერ გახდები, თუ მომხმარებელთან ახლო კავშირზე არ ხარ. Roamingo აპირებს, რომ გახდეს ბრენდი და ფორმირების სტადიაშია, ძალიან კარგად მივდივართ ამ თვალსაზრისით.
თანაც, სამ თვეში ჩვენი გუნდის მიერ აპლიკაციის 100-მდე განახლება აიტვირთა სისტემაში. დღე ისე არ ღამდება, რომ ახალი Update არ გვქონდეს, რაც უმეტესად უკუკავშირზეა დაფუნებული. ჩვენთვის საქართველოს ბაზრის შესწავლა ყველაზე დიდ პოტენციალთან არის დაკავშირებული, რის გამოც ვიღებთ ძალიან ბევრ Feedback-ს", - განმარტავს დავით ბირმანი.
რას საქმიანობს Roamingo, რომელიც მოგზაურებს იაფიან მობილურ ინტერნეტს სთავაზობს?