100 ათასზე მეტი ბილეთის რეალიზაცია UEFA-ს ოფიციალურ პლატფორმაზე დაიწყო. ხელმისაწვდომი ბილეთების რაოდენობა თამაშების მიხედვით განსხვავდება.
უეფა გამოიტანს იმ ბილეთებს, რომლებიც მარტსა და აპრილში ოფიციალური გაყიდვის პლატფორმის საშუალებით უკვე შეთავაზებული იყო.
ასევე, დასრულებულია სტადიონებზე განთავსების გეგმა, რის შედეგადაც, დამატებითი ადგილები შეიქმნა. გარდა ამისა, უეფა-ს ინფორმაციით, ხელმისაწვდომი იქნება დაბალი ხილვადობის ადგილებზე ფასდაკლებული ბილეთების რაოდენობა.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გვამცნობს, რომ გაყიდვების პირველ ეტაპამდე სულ 2.7 მილიონი ბილეთი იყო ხელმისაწვდომი.
bm.ge-ის ფეხბურთის ფედერაციაში უთხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, იქნება თუ თავისუფალი ბილეთები ჩემპიონატზე საქართველოს თამაშებზე, რომელიც გერმანიაში 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება.