მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Euro2024-ზე გასვლა უზარმაზარი რეკლამაა საქართველოსთვის” - ზაზა შენგელია

ბრავო რექორდს

“ბრავო რექორდსის” ხელმძღვანელი, ზაზა შენგელია BMGDrive-ის ეთერში აღნიშნავს, რომ ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, მსოფლიოში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

“როგორც ყველა პატარა ერს, ჩვენც გვაქვს მთელ მსოფლიოში ცნობადობის გაზრდის პრობლემა, ისევე როგორც ჩვენი კულტურის გატანის, მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მდიდარი კულტურა, ისტორია, ტრადიციები და თვითმყოფადობა - რაც ყველა უცხოელს აჯადოებს.

ამ თვალსაზრისით, ეს გამარჯვება უზარმაზარი რეკლამაა ქვეყნისთვის, რათა მსოფლიო დაინტერესდეს ჩვენით და ის ეტაპი დადგეს, რომ Georgia არა აშშ-ის შტატთან, არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ასოცირდებოდეს. გამარჯვება მსოფლიოში ჩვენს პოზიციონირებას შეუწყობს ხელს”, - აღნიშნავს ზაზა შენგელია.

გარდა ამისა, “ბრავო რექორდსის” ხელმძღვანელის თქმით, Euro2024-ზე გასვლა ახალგაზრდა თაობაში ფეხბურთის მიმართ დიდ მიმზიდველობას ქმნის, რაც ბავშვების სპორტით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

“ფეხბურთელების ძალიან მაგარი თაობა გვყავს და კიდევ უფრო მაგრები მოვლენ - ეს მაგალითი ძალიან დიდ მიმზიდველობას ქმნის ბავშვებში, რათა კიდევ უფრო მეტი წავიდეს სპორტში, ფეხბურთში.

კვარაცხელია იქნება ეს, ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი, ზივზივაძე თუ სხვა - ისინი უკვე კერპები ხდებიან და მათ მაგალითზე ბავშვები უფრო მასობრივად შევლენ სპორტზე, როგორც ფეხბურთზე, ისე კალათბურთზე, რაგბიზე… დაინტერესება იზრდება და სულ მალე უფრო მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა ითამაშებს ევროპულ კლუბებში”, - ამბობს ზაზა შენგელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები