მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EUROBASKET 2025-ზე საქართველოდან ქომაგებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნა - რა ეღირება ბილეთი?

თვითმფრინავი

ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისები დაინიშნა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასუბსიდირდება.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იტყობინება, მთავრობის ინიციატივით, რეისები 7 და 8 სექტემბერს შესრულდება. როგორც bm.ge-ის აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ფრენებს ავიაკომპანია "აირზენა" შეასრულებს.

აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებულ რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 7 სექტემბერს დილის 07:00 შეასრულებს, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრებს 8 სექტემბერს დააბრუნებს.

"სუბსიდირებული რეისი საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების თამაშზეა მორგებული, რომელიც 7 სექტემბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე გაიმართება.

ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც რიგაში გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის გასამართ თამაშზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ", - იტყობინება აეროპორტების გაერთიანება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ონლაინ პლატფორმა tkt.ge-ზე 15:00 საათიდან შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები