მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

გალტი
19.07.24 16:05
508

ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

გალტ & თაგარტმა ჯილდო Euromoney’s Awards For Excellence-ის ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში მოიპოვა, რომელიც დღემდე საბანკო სექტორში ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად ითვლება. ამ დაჯილდოებაში ბანკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებენ მონაწილეობას, გამარჯვებულებს შორის კი ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორიცაა Bank of America, Goldman Sachs, Citi და სხვ. შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევასა და სექტორის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების ვინაობას კი საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა, სერვისების ხარისხი და ინოვაციები განაპირობებს.

„მოხარული ვართ, რომ Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ეს აღიარება გალტ & თაგარტს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების და დანერგილი სიახლეების საფუძველზე მიენიჭა. მათ შორისაა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც EBRD-თან და EU-სთან ერთად განვახორციელეთ, ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციების 50%-ზე მეტის და პირველი ESG ობლიგაციის განთავსება. ასევე აღსანიშნავია კერძო კაპიტალის და სეკურიტიზაციის პროექტები, რომლებიც USAID-თან თანამშრომლობით განვახორციელეთ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით. რაც შეეხება ინიციატივებს, ამ კუთხით საკმაოდ აქტიურები ვიყავით მათ შორის საბროკერო მიმართულებით. ეს ინიციატივებია GT Trader-ის მობილური აპლიკაციის განახლება, რამაც კიდევ უფრო კომფორტული გახადა მომხმარებლებისთვის გახდნენ ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები როგორიცაა Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. ასევე აღსანიშნავია საინვესტიციო პორტფელების შეთავაზება, რომელიც მომხმარებლის ფინანსურ მიზნებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტია.

მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და თითოეულ მომხმარებელს, იმისთვის რომ ქმნიან საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკს. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური პროდუქტების შექმნას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ჯილდოს შესახებ:

Euromoney Awards for Excellence 1992 წელს დაარსდა და პირველი ჯილდოა გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს Euromoney-იმ ბანკებისგან რეკორდული რაოდენობის აპლიკაციები მიიღო - 1900-ზე მეტი განაცხადი და 124 ქვეყნის მასშტაბით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები