საქართველოში Euronews-ის ქართული სამსახური დაფუძნდება. ამის თაობაზე, კომპანია "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა და "ევრონიუსის" CEO-მ მაიკლ პეტერსმა ხელშეკრულებას ხელი დღეს მოაწერეს. გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ეს იქნება სრულიად დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც საქართველოსა და ევროპას შორის საინფორმაციო ხიდის ფუნქციას შეასრულებს. ამასთან, რამიშვილის განცხადებით, ახალი სამსახურისთვის უკვე განსაზღვრულია ბიუჯეტი, მათ შორის თამანშრომელთა დაკომპლექტების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ფრენჩაიზინგის საფასურიც, რომელსაც აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებს.


































