"უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობა" და "სავალდებულო გენდერული კვოტირება" - ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პია კაუმას შეფასებით, ეს ის ორი კანონია, რომელთაც მომდევნო მოწვევის პარლამენტმა უნდა გადახედოს და გადააფასოს.
პია კაუმამ აღნიშნა, რომ ე.წ. რუსული კანონი ხელს უშლის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, რის გამოც ის პარლამენტმა თავიდან უნდა შეაფასოს.
"მინდა, ხაზი გავუსვა პოლარიზებას, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არსებობდა. უნდა აღინიშნოს "უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის" კანონიც, რაც გავლენას ახდენს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ეს ხელახლა უნდა შეფასდეს შემდეგ პარლამენტში, რათა დაცული იყოს ფუნდამენტური უფლებები და უზრუნველყოთ, რომ ყველა ხმა თანაბრად ისმოდეს.
ვისაუბრებ გენდერულ კვოტაზეც, რადგან ეს მეც მეხება. წინასაარჩევნო პერიოდში ბევრ ქალს შევხვდი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმება უარყოფითი შედეგის მომტანია. ეს აბრკოლებს არა მხოლოდ ქალების უმნიშვნელოვანეს როლს, არამედ მან შეიძლება გავლენაც იქონიოს მოთხოვნაზე, ქალების უფრო მაღალი წარმომადგენლობა იყოს მიღწეული", - განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილება სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ 2023 წლის აპრილში მიიღო. პოლიტიკურ პარტიებს აღარ აქვთ ვალდებულება, თავიანთი საარჩევნო სიის ყოველი მეოთხე წარმომადგენელი ქალი იყოს.