მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევექსი ჰოსპიტლები": სელექციურ კონტრაქტირებას მხარს ვუჭერთ

5de65fb386ad9
სალომე მეცხვარიშვილი
03.12.19 18:00
4697
სელექციურ კონტრაქტირებას მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ “ევექსის ჰოსპიტლების” გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს.

კითხვაზე -  უფრო სწორი ხომ არ იქნებოდა სახელმწიფოს ჯერ სელექციური კონტრაქტირება დაეწყო და შემდეგ გაეთანაბრებინა ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის, მინდიაშვილი ამბობს, რომ ახლა საუბარი იმაზე, თუ რა ჯობდა, ვარაუდებს უფრო ჰგავს და არასერიოზულია. მისივე თქმით, ზოგადად სელექციური კონტრაქტირება მომართულია პაციენტისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

“ეს გულისხმობს, რომ კონტრაქტი დაიდოს ისეთ კლინიკებთან, სადაც გაცილებით უფრო დაცული გარემოა, სადაც ადგილზევეა ხელმისაწვდომი აპარატურული თუ საექიმო რესურსი და არ სჭირდება ექიმს გამოძახება და ლოდინი ან კვლევაზე გადაყვანა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის უპირველეს ყოვლისა პაციენტისთვის ძალიან კარგი, ჩვენ ამ პროცესს ვემხრობით”,- აცხადებს გიორგი მინდიაშვილი.

არის თუ არა სელექციური კონტრაქტირებისას მონოპოლიების და ოლიგოპოლიების რისკი, გიორგი მინდიაშვილი პასუხობს, რომ ეს ემოციური განცხადებაა.

“სელექციური კონტრაქტირება რომ მოხდეს, ეს არ მოხდება ერთ და ორ კლინიკასთან. აქ ათეულობით კლინიკაზეა საუბარი. მულტიპროფილურ კლინიკებს უფრო დიდი შანსი აქვთ, თუმცა არ არის დღეს საქართველოში მულტიპროფილური კლინიკები ყველა ერთი გაერთიანების ქვეშ, ბევრი მულტიპროფილური კლინიკაა დღეს ცალკე მდგომი”, - აცხადებს გიორგი მინდიაშვილი.

ჯანდაცვის სისტემაში რეფორმა კლინიკებისთვის ფასების გათანაბრებასთან ერთად გულისხმობს სელექციურ კონტრაქტირებასაც ანუ სახელმწიფო მხოლოდ კონტრეტულ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლებიც სპეციალურ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები