მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრაზიული კავშირის ქვეყნები ექსპორტზე კვოტების შემოღებას გეგმავენ

BM.GE
12.04.22 09:09
215
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნები მარცვლეულის, მზესუმზირის ზეთისა და შაქრის ექსპორტის ერთიანი კვოტის შემოღებას გეგმავენ, რისი მიზანიც სასურსათო უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფაა. ინფორმაცია აგრარული ბაზრის კონიუნქტურის ინსტიტუტის ვებგვერდზე ვრცელდება. ამასთან უკვე ცნობილია, რომ ყაზახეთი, რომელიც ქართველი იმპორტიორებისთვის რუსეთის შემდეგ მეორე ბაზარია, მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. შეზღუდვა 1 მლნ ტონა ხორბალზე და 300 000 ტონაზე მეტი ფქვილის ექსპორტს ეხება. როგორ იმოქმედებს კვოტები ბაზრებისთვის?