საქართველოსთვის, ქართული სპორტისთვის და ფეხბურთისთვის, მთელი საზოგადოებისთვის, ასეთი თარიღი უდავოდ 2024 წლის 26 მარტია, როცა პირველად ისტორიაში ჩვენი საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა. ასეთმა წარმატებამ დროებით ყველას დაავიწყა საკუთარი თუ საერთო პრობლემა, და დაახლოებით 1 კვირა, ოდნავ მეტი მთელი ქვეყანა დიდ სიყვარულში აცხოვრა. სპორტული და კონკრეტულად კი საფეხბურთო წარმატების უკან, კი წლების წინ, საქართველოს საფეხბურთო აკადემიებში სწორი მუშაობა და მიდგომებია იმ ბავშვების მიმართ, რომლებითაც დღეს ვამაყობთ. გაიხსენეთ ხორვატია, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში კვალიფიკაციით გრანდებს შორის დაიმკვიდრა ადგილი და ქვეყანაში საფეხბურთო ბუმი მოაწყო. დღეს იგივე რელსებზე საქართველოს ნაკრები დგას და ლოგიკურია, რომ ქართველი ბავშვების უმრავლესობას ფეხბურთის თამაშის სურვილი გაუჩნდა, ჭეშმარიტ სპორტსმენად ჩამოყალიბება სურთ. ბიემჯის ჟურნალისტმა ირაკლი მოდებაძემ მოიკითხა თუ რა სიტუაცია იყო თბილისის იმ მთავარ საფეხბურთო აკადემიებში, რომლებითაც ეროვნული გუნდის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი დაკომპლექტდა.