მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრო 2024-ში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვისაც პოზიტიურია - თიბისი კაპიტალი

ფული
28.03.24 14:38
268

თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, გასული კვირის მაკროეკონომიკური განახლების შემდეგ, სადაც საბაზო სცენართან შედარებით ეკონომიკის უფრო მაღალი ზრდის არგუმენტები გამოიკვეთა, უახლესი ინდიკატორები კვლავ ამავე მიმართულებითაა.

"საკუთრივ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ექსპორტი, ხოლო იმპორტში მაღალია საინვესტიციო კომპონენტის წილი, რაც ეკონომიკის არა მარტო ფაქტობრივ, არამედ ასევე მაღალ პოტენციურ ზრდაზე მიუთითებს. უფრო მეტიც, თებერვლის სავალუტო ბაზრის დინამიკა, ამავე პერიოდში მთლიანობაში აშშ დოლარის ჭარბ მიწოდებას აჩვენებს, რადგანაც სებ-მა 78 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ამ მხრივ, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ლარის გაცვლითი კურსი საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა, თუმცა მაინც მცირედით უფრო მეტად არის გამყარებული.

ამავდროულად, სამშაბათს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. და, რასაკვირველია, იმავე დღეს მთავარი - ნანატრი გამარჯვება და ევრო 2024-ში მონაწილეობა. ამ მხრივ, ვფიქრობთ, რომ წარმატება საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვისაც პოზიტიურია, რაც სამომავლოდ ქვეყნის ცნობადობის გაზრდით ტურიზმის ინდუსტრიაზე უნდა აისახოს", - წერია განახლებაში.