მთავრობამ შპს ევრობილდზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობა გასცა.
21 აგვისტოს განკარგულებით, სსიპ — მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, შპს „ევრობილდზე“ (ს/ნ: 426118319) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფ. რუხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. პატარა ენგურზე, „ენგური II-ის“ ქვიშა-ხრეშის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №10002302 ლიცენზიის ვადა გააგრძელოს 2026 წლის 14 აგვისტოდან 2027 წლის 14 აგვისტომდე.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის დარჩენილი მოცულობისთვის (70 140 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს 100 636 ლარი, ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ ვადაში.



























