მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევრობრენდის" ახალი ფილიალი 12 მარტს გორში გაიხსნება

ევრობრენდი
11.03.24 12:00
791

მაღაზიათა ქსელი „ევრობრენდი“ 12 მარტს რიგით მე-10 ფილიალს გორში გახსნის, ცხინვალის გზატკეცილი #14 "გორი მოლში".

როგორც კომპანიაში განაცხადეს , გორში "ევრობრენდის" ახალი ფილიალი, რომლის საერთო ფართობი 400 კვ.მ-ია, მომხმარებელს შესთავაზებს 50-მდე ცნობილი ბრენდის ავთენტიკურ, მაღალ ხარისხიან ტანსაცმლის , ფეხსაცმლის და აქსესუარების კოლექციებს - 70%-მდე ფასდაკლებით.

"ევრობრენდი" მიმდინარე წლის მაისში, თბილისში კიდევ ერთი დიდი ფორმატის ფილიალის გახსნას აანონსებს კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით გასული 2023 წელი წარმატებული იყო და სწორედ ამან განაპირობა მიეღოთ ორი ახალი ფილიალის გახსნის გადაწყვეტილება. ევრობრენდის ლოიალური მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და კომპანია ამის საპასუხოდ წინ მიიწევს და ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

ევრობრენდი 10 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს.

ევრობრენდის მაღაზიებში წარმოდგენილი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ბრენდების შეძენა ქართველ მომხმარებლებს 70%-მდე ნაკლებ ფასად შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები