მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროინტეგრაციის შეჩერება კომპანიაზე პირდაპირ აისახა - "ჩირჩხელა" საექსპორტო გამოწვევებზე

ჩირჩხელა

ნატურალური ჩირისა და ტრადიციული ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელა“ აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება კომპანიაზე საკმაოდ მძიმედ აისახა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ირმა კვაჭანტირაძე BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპული კურსიდან გადახვევამ საექსპორტო მოლაპარაკებები დააპაუზა.

„ევროინტეგრაციის დაპაუზება კომპანიაზე პირდაპირ აისახა. მაგალითად, ისრაელთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დაპაუზებულია. ეს ქვეყანა ევროპის ხედვებს იზიარებს და როცა აქ არეულობა დაიწყო და ქვეყანამ ევროპას ზურგი აქცია, მათ პირდაპირ გვითხრეს, რომ შემდეგ ეტაპზე აღარ გადავალთო, ყოველ შემთხვევაში – ახლა არა“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კომპანიას მცირე მოცულობით მაინც აქვს ექსპორტი საბერძნეთსა და ჩეხეთში, თუმცა პოლიტიკური პროცესები საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებზე აშკარა გავლენას ახდენს.

ირმა კვაჭანტირაძე ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიას არაერთხელ მიუღია შემოთავაზება რუსული ბაზრიდან, თუმცა „ჩირჩხელა“ ამ მიმართულებაზე პრინციპულად უარს ამბობს: „ბევრი შეთავაზება გვქონდა რუსეთის ბაზრიდან, მაგრამ კატეგორიული უარი ვუთხარით. თავიდანვე ასე იყო და დღემდე ასეა - ჩვენს პროდუქტს რუსეთში არ გავყიდით“, – აცხადებს კვაჭანტირაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები