მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი Apple-ს მოუწოდებს, თავის სერვისებზე "გეობლოკირება" გათიშოს

apple

ევროკავშირმა Apple-ს მოუწოდა, "გეობლოკირება", ანუ პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც Apple-ის მოწყობილობის მომხმარებლებს ზოგიერთ სერვისზე წვდომა გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით აქვთ შეზღუდული, გააუქმოს. "გეობლოკირება" ამჟამად ისეთ აპლიკაციებზე ვრცელდება, როგორებიცაა App Store, Apple Arcade, Music, iTunes Store, Books და Podcasts.

ევროპული კომისია ტექნოლოგიურ გიგანტს აფრთხილებს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ Apple შესაბამის ზომებს არ მიიღებს და ბლოკის მასშტაბით ისედაც აკრძალულ პრაქტიკას არ გააუქმებს, მაშინ ამაზე ეროვნული მარეგულირებელი უწყებები იზრუნებენ.

"გეობლოკირების წინააღმდეგ ბრძოლას ვაუმჯობესებთ. არც ერთმა კომპანიამ, რაც არ უნდა დიდი ან მცირე იყოს ის, არ უნდა დაუშვას მომხმარებლის დისკრიმინაცია მათი ეროვნების, საცხოვრებლის ან დაფუძნების ადგილის მიხედვით", - განაცხადა ევროკომისარმა.

ევროკომისიის ცნობით, Apple-ს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ ბლოკს "გეობლოკირების" აღმოსაფხვრელად შესაბამისი მექანიზმები შესთავაზოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები