ევროკავშირის წევრი ქვეყნები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფების საპასუხოდ, 28 მილიარდ დოლარამდე ამერიკულ იმპორტზე გადასახადს დააწესებენ.
კანონპროექტის თანახმად, სიაში შედის ხორცი, ბურღულეული, ღვინო, ხე-ტყე, ტანსაცმელი, საღეჭი რეზინი, ძაფი, მტვერსასრუტები და ტუალეტის ქაღალდი.
სავარაუდოდ, კანონპროექტი კენჭისყრაზე 9 აპრილს გავა და ტარიფების ნაწილი 15 აპრილიდან ამოქმედდება.
მოგეხსენებათ, ტრამპმა ევროკავშირიდან ალუმინისა და ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი გადასახადი, ხოლო ყველა სხვა საქონელზე 20%-იანი სატარიფო რეჟიმი დააწესა.




























