ევროკავშირი და CSRDG სოციალური საწარმოების B2B გამოფენას მასპინძლობს
BM.GE
30.09.22 16:58
• 266
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" ევროკავშირის მხარდაჭერით, დღეს რედისონში სოციალური საწარმოების რიგით მესამე, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენის მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება. წლევანდელი ღონისძიების თემა იყო პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.